ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეხვედრები ბადმინტონში, რომელშიც ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი გუნდები ეჯიბრებოდნენ.
საქართველოს ჩემპიონისა და მსოფლიოს 2026 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საგზური ვაჟთა შორის თიანეთის სოფელ ჟებოტას საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ხულოს, სოფელ დიოკნისის გუნდი დაამარცხა.
გოგონათა შორის კი გამარჯვებული თიანეთის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მათ ფინალში ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხეს.