ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს. ბოლოს მან ამის უფლება 2022 წელს მოიპოვა. ამჯერად ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ხუან კარლო ფიცოვიჩი იყო, რომელმაც პირველი სეტი ქართველს 6:1 მოუგო.
თუმცა ბასილაშვილმა მომდევნო სამი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა: მეორეში – 7:5, მესამეში – 6:2, მეოთხეში – 6:1 გაიმარჯვა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
უიმბლდონის კორტებზე დიდი სლემის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება, ხოლო წილისყრა დღეს გაიმართება.