ტრენინგ-სემინარი ქართულ ჭიდაობაში

29 ივნისი 2025, 17:44 87 ნახვა

ტრენინგ-სემინარი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლეში 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა დასრულდა. ტრენინგ-სემინარების მიზანი აჭარაში მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიულ დაოსტატება, ასევე სპორტული გარემოს გაჯანსაღება და მაღალი სტანდარტების დამკვიდრება იყო.

ტრენინგ-სემინარში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრებიც მონაწილეობდნენ.  სემინარები   თეორიულ კურსთან ერთად,  პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავდა, სადაც  სპეციალისტებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება საჭიდაო ხალიჩაზე გაუზიარეს. ღონისძიების დასასრულს, სემინარის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი