ბათუმის სპორტის სასახლე საქართველოს ჯუნიორ NBA-ს ლიგის სამხრეთ დასავლეთის ზონის თამაშებს მასპინძლობს.
შეჯიბრებაში, რომელიც 12 წლამდე ასაკის კალათბურთელებს შორის ტარდება, ხუთი გუნდი მონაწილეობს: ფოთის „ირაო“, ფოთის „ალფა“, ოზურგეთის გუნდი, აჭარის ნაკრები და ბათუმის „პროგრესი“.
ეს ტურნირი ჯუნიორ NBA-ს ლიგის წლევანდელი გათამაშების მეორე წრეა, საიდანაც ორი საუკეთესო გუნდი საქართველოს სხვადასხვა ზონალურ გათამაშებაში გამარჯვებულებთან უკვე პლეი-ოფში ითამაშებენ.
სუპერფინალი კი თბილისში გაიმართება, სადაც ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.