სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მძლეოსნობაში

30 ივნისი 2025, 19:59 83 ნახვა

ბათუმში დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეხვედრები. ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონები სპორტის შვიდ სახეობაში ეჯიბრებოდნენ.

საერთო ჯამში სასკოლო ოლიმპიადაში 1800 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადის დასკვნით დღეს შეჯიბრება მძლეოსნობაში, 100-მეტრიან გარბენში გაიმართა.

გოგონათა შორის გამარჯვებული გახდა სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლის გუნდს მოუგო.

ვაჟთა შორის კი ჩემპიონის ტიტული საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა.

სპორტის შვიდივე სახეობაში გამარჯვებული ვაჟთა და გოგონათა გუნდები 2026 წელს მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი