ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში

01 ივლისი 2025, 09:12 93 ნახვა

30 ივნისს იტალიის ქალაქ კაორლეში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის, რომელშიც თავდაპირველად ბერძენ-რომაელები ჩაებნენ. პირველ დღეს ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეებმა იასპარეზეს, რომელთაგან ოთხი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს, ამათგან კი ორი ფინალში იჭიდავებს.

ოქროს მედლებისთვის აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები ანრი ფუტკარაძე და ლუკა კოჩალიძე, შესაბამისად - 77 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ, გარდაბნელები მძიმეწონოსანი საბა ფურცელაძე და 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კობა ქარუმიძე კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი