ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშში“ ითამაშებს

01 ივლისი 2025, 10:19 177 ნახვა

ზურიკო დავითაშვილი ახლოსაა, კარიერა „ბეშიქთაშში“ გააგრძელოს. თურქული მედიის ცნობით, ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა და ტრანსფერი ოფიციალურად ორ კვირაში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის კლუბმა, „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა ერთი სეზონის ბოლოს დატოვა, ქართველით კი არაერთი გუნდი დაინტერესდა. „ეკიპის“ ცნობით, დავითაშვილს აქტიურად აკვირდება „რენი“, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის რადიკალურ გადახალისებას გეგმავს.

ფრანგული კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლოიკ დეზირემ ზურიკო ახალწვეულთა შორის მთავარ სამიზნედ დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის შემტევმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 9 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა შეასრულა და მთლიანობაში 16 გოლში მიიღო მონაწილეობა.

„სენტ-ეტიენმა“ სეზონი ბოლოდან მეორე ადგილზე დაასრულა და მომავალი სეზონიდან ლიგა 2-ში იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი