მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს „ინტერი“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოეთიშნენ

01 ივლისი 2025, 09:52 93 ნახვა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, „მანჩესტერ სიტი“ გამოეთიშა.

ორლანდოში გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში ინგლისური გუნდი საუდის არაბეთის წარმომადგენელმა, „ალ ჰილალმა“ დაამარცხა – 4:3. შედეგად, „ალ ჰილალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ასპარეზობას მილანის „ინტერი“ გამოთიშა.

მატჩი ბრაზილიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

„ალ-ჰილალისა“ და „ფლუმინესეს“ მატჩი 4 ივლისს ორლანდოში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი