საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. რევაზ ლაშხის შეგირდებმა 3 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი 135 ქულა დააგროვეს და ასპარეზობა პირველ ადგილზეც დაასრულეს.
ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა კოჩალიძე გახდნენ.
ბრინჯაოს მედლებს კობა ქარუმიძე; ვახტანგ ლოლუა, ანრი ხოზრევანიძე და საბა ფურცელაძე დაეუფლნენ.