ფეხბურთში გოგონათა შორის საქართველოს 2025 წლის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ბათუმის მერვე საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც შარშანდელი მიღწევა გაიმეორა და ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
გოგონებმა ოქროს მედლებთან ერთად, 2026 წლის მსოფლიოს სასკოლო ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს.