მსოფლიო თასი ჭადრაკში

07 ივლისი 2025, 20:00 88 ნახვა

ბათუმში მიმდინარე FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასის პირველ ტურში პარტია სამივე ქართველმა მონაწილემ გამარჯვებით დაასრულა.

ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებამ სტარტი გუშინ აიღო. ასპარეზობაში მონაწილეობას 46 ქვეყნის 107 ქალი მოჭადრაკე იღებს.

საქართველოდან ჩემპიონატში 7 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის 2 აჭარიდან. დღეს პირველი ტურის მეორე პარტია მიმდინარეობს.

ტურნირი 5 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა და 29 ივლისს დასრულდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში