საქართველოს 20 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა.
იტალიაში გამართულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 14 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონობა ალექსანდრე რუსიტაშვილმა , ანრი ფუტკარაძემ და ლუკა კოჩალიძემ მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი, დაჩი პაპინაშვილი და კონსტანტინე პეტრიაშვილი გახდნენ.