“პირატები” დინამო ბათუმის გადასარჩენად

13 ივლისი 2025, 12:01 1020 ნახვა

დინამო ბათუმის ფანკლუბის წევრები საფეხბურთო კლუბის გადარჩენას ბიზნესსექტორს სთხოვენ. ამხანაგური მატჩის  შემდეგ მათ სპეციალური განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ არსებული ფინანსური დავალიანების გამო კლუბს ევროტურნირებზე ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ისინი ამბობენ, რომ საფეხბურთო კლუბის გადარჩენას ყველა გზით შეეცდებიან.

დინამო ბათუმს დავალიანების გასტუმრებისთვის ვადა 15 ივლისამდე აქვს. გუნდს რომ ფინანსური კრიზისი ნამდვილად აქვს ამის შესახებ განცხადება კლუბის ხელმძღვანელობამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა. მასში ვკითხულობთ, რომ არაერთი ვალდებულების გასტუმრება მოხერხდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუნდის წინაშე არსებული გარკვეული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ევროტურნირებზე მონაწილეობის ერთწლიანი აკრძალვა, თუმცა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის ვადა ჯერ კიდევ არის და ,,უეფას” ფინანსურ მონიტორინგის ფარგლებში არსებული მოთხოვნების მოცემულ ვადებში სრულად შესასრულებლად აჭარის მთავრობასთან ერთად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

სოფო ხელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში