ჭადრაკში ქალთა მსოფლიო თასზე მესამე რაუნდის ტაი-ბრეიქები გაიმართება

14 ივლისი 2025, 11:41 70 ნახვა

დღეს ბათუმში ქალთა მსოფლიო თასზე მესამე რაუნდის ტაი-ბრეიქები გაიმართება. მერვედფინალის დარჩენილი 6 ადგილისთვის 12 მოჭადრაკე იბრძოლებს. მათ შორის ორი ქართველი მოჭადრაკე: ნანა ძაგნიძე და მერი არაბიძე. მსოფლიო თასის მესამე წრის მეორე ტური - მერი არაბიძემ ყაიმით დაასრულა. სამწუხაროდ დამარცხდნენ: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი. შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაცია ფიდეს ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს. ქალთა მსოფლიო თასს ბათუმი 5 ივლისიდან მასპინძლობს. შეჯიბრი საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია ასევე საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციები უწევენ ორგანიზებას. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150 მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრი 29 ივლისს უნდა დასრულდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში