ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ განმეორებით მატჩში შვედეთში „მალმიოს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართული პირველი მატჩი შვედეთის ჩემპიონმა 3:1 მოიგო, ორი შეხვედრის ჯამში კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 2:6 დამარცხდა. „იბერია“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ასპარეზობას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც ესტონურ „ლევადიას“ დაუპირისპირდება.