დღეიდან 18-20 ივლისის ჩათვლით, ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს.
პირველ ტურში საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი ბათუმის ბულვარში არსებულ ახალ ქვიშის არენაზე 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.