რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ბრუნდება 

19 ივლისი 2025, 10:18 89 ნახვა

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ბრუნდება. მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის ჩემპიონატს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ამ დონის ჩემპიონატს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, 20-წლამდელთა მე-10 ჩემპიონატი წარმატებით გაიმართა თბილისსა და ქუთაისში.

2026 წელს ჩემპიონატი კვლავ თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, მაგრამ ამჯერად, მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება! ეს ქართველ გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, რომ საკუთარი თვალით იხილოს რაგბის მომავალი ვარსკვლავების სარაგბო „პერფორმანსი“.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაარსების პირველ ორ წელს - 2008 და 2009 წლებში - მონაწილეთა რაოდენობა ასევე 16 იყო, შემდეგ კი 12-მდე შემცირდა.

მომავალ წელს საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომელიც ჩვენს 20-წლამდელებთან ერთად ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში