ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩები დასრულდა

21 ივლისი 2025, 10:13 133 ნახვა

ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩები დასრულდა. ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ტურნირში საკმაოდ დინამიურად დაიწყო.

პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. თუმცა მომდევნო მატჩებში გუნდმა წარმატების გამეორება ვერ შეძლო.

ტურნირის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს პორტუგალიას დაუპირისპირდა. მატჩი პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი