დემონტრანტებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სატელევიზიო ინტერვიუ ჩაშალეს

21 ივლისი 2025, 10:08 144 ნახვა

ბერლინში დემონსტრანტებმა დინამიკების გამოყენებით  ჩაშალეს გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ოპოზიციური ულტრამემარჯვენე-ალტერნატივა გერმანიისთვის  ლიდერთან, ალის ვაიდელთან ინტერვიუ. ვაიდელი ღია ეთერში მაუწყებლის ზაფხულის ინტერვიუების სერიის ფარგლებში იყო მიწვეული პარლამენტის მიმდებარედ ღია ცის ქვეშ  საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე,  სადაც დემონსტრანტები შეიკრიბნენ.

ნახევარსაათიანი ინტერვიუს განმავლობაში  ისმოდა ოპოზიციური  ულტრამემარჯვენე პარტიის საწინააღმდეგო ლოზუნგები.  ინტერვიუს დროს  ვაიდელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პარტიის ანტიიმიგრანტული პოზიცია.

ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტიის მთავრობაში მოსვლის შემდეგ  „უცხოელი მოქალაქეებისთვის გაუქმდება დახმარება. ხოლო თავშესაფრის მაძიებლებისთვის  ფულადი შეღავათები“.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი