სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა 

26 ივლისი 2025, 10:20 120 ნახვა

ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ქვეყნის პრემიერმა და პრეზიდენტმა პირადად მიულოცეს. მთავრობის მეთაური ხმლით ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას და დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

ქართველი მოფარიკავე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.  სანდრო ბაზაძე ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 15:9 გაიმარჯვა. 

ცნობისთვის, ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში