ბათუმმა პირველად უმასპინძლა კომპაკ სპორტინგის სარეიტინგო ეტაპს, ტურნირი გონიოს სასროლეთზე საერთაშორისო სპორტული სროლის ფედერაციის წესების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც 2020 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება.
ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ცეცხლსასროლ იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის კულტურის განვითარება და ამ გზით საზოგადოებისთვის უსაფრთხოების პრინციპების უკეთ გაცნობა იყო.