საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი

04 აგვისტო 2025, 14:15 83 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი - 2025“, რომელსაც ჩვენი ქალაქი უკვე მეცხრედ მასპინძლობს. შეჯიბრებაში 28 ქვეყნის 600-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის ყველა ასაკის საერთაშორისო კლასის დიდოსტატები და ოსტატები.

ტურნირი 8, 10, 12 და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის ტარდება.

ხუთი ტურის შემდეგ, დიდოსტატთა შორის გამოიკვეთნენ ლიდერები, რომელთა შორის ოთხი ქართველია: გიგა ყუფარაძე, ლუკა კილაძე, დავით ბენიძე და გაიოზ ნიგალიძე.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება.

ფესტივალი საჭადრაკო კლუბ „ნონასა“ და ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება. ტურნირი 7 აგვისტოს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი