არჩევნების მნიშვნელობა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა - ამ თემებზე ესაუბრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს, ცესკოს თავმჯდომარემ მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნებთან დაკავშირებით.
გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.