შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო

15 აგვისტო 2025, 14:04 74 ნახვა

შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იმართება, ერთი დღე თავდაცვის ძალებს დაეთმო.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს.

ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში