გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ენფილდზე“, რომელშიც „ლივერპული“ ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა. ინგლისელებმა კოდი გაკპოსა და მოჰამედ სალაჰის გოლებით გაიმარჯვეს.
მამარდაშვილმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. „ახალი სახლი. პირველი თამაში „ენფილდზე“.
ოცნება ისტორიად იქცა. უფრო მეტი გველის“, – ასე გამოეხმაურა გიორგი მამარდაშვილი „ენფილდზე“ სადებიუტო შეხვედრას. ამით „ლივერპულმა“ სეზონისთვის მზადება დაასრულა.
გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 10 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასთან“ გამართავს.