„ბათუმის „დინამო" თბილისის „დინამოსთან დამარცხდა 

05 აგვისტო 2025, 09:13 93 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა ბათუმის და თბილისის „დინამოებს“ შორის სტუმართა გამარჯვებით  4:1 დასრულდა. თბილისელები პირველ ტაიმში სამბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. ონორე გომისმა დუბლი შეასრულა, ირაკლი სირაძემ კი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლევან ხოზრევანიძემ სხვაობა შეამცირა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიდევ ბათუმელებმა ერთი ბურთი გაუშვეს.

მეკარესთან პირისპირ გასულმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა თბილისელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

19 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 32 ქულა დააგროვა და გადაასწრო ბათუმის „დინამოს“, რომელიც მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი