თურქეთის ქალაქ რიზეში დასრულდა შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში, რომელიც „ვე-კა-ეფ“-ის (WKF) ვერსიით ჩატარდა. ტურნირში რვა ქვეყნის 1300-მდე სპორტსმენი მონაწილებდა. შეჯიბრება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.
წარმატებით იასპარეზეს ჩვენი რეგიონის სპორტსმენებმა, რომელმაც საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის ექვსი მედალი მოიპოვეს. ჭაბუკთა ასაკში ტურნირის ჩემპიონები ანდრია ონიანი, თამარ ცინცაბაძე და დემეტრე ცინცაძე გახდნენ, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ცოტნე შერიფაძემ, სანდრო იაკობაძე და ანდრია ხაჟომია კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.
ჩვენი სპორტსმენები ტურნირისთვის ნიკა გოგუაძემ და ბექა ბინალიევმა მოამზადეს.
ვიდეო-მასალა ტურნირიდან გუნდის წევრებმა მოგვაწოდეს.