საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი

06 აგვისტო 2025, 10:59 87 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი - 2025“, რომელსაც ჩვენი ქალაქი უკვე მეცხრედ მასპინძლობს. შეჯიბრებაში 28 ქვეყნის 600-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის ყველა ასაკის საერთაშორისო კლასის დიდოსტატები და ოსტატები.

ტურნირი 8, 10, 12 და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის, როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის ტარდება. დღეს ბოლოსწინა, მერვე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

დიდოსტატთა შორის კვლავ ქართველები ლიდერობენ, - გიგა ყუფარაძე, ლუკა კილაძე და დავით ბენიძე,  მათზე ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ბათუმელ გაიოზ ნიგალიძეს, თუმცა პირველობისთვის ბრძოლას ისიც აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად იმართება და ხვალ დასრულდება.

ფესტივალი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონასა“ და ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი