საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა.
გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ეროვნული გმირის შვილთან ერთად გადასცა.
მეორე და მესამე ადგილებზე აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდები გავიდნენ. დასკვნით ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების პარაკალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა.
წელს 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები ჩატარდა გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი, თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება.