ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დაასახელეს

07 აგვისტო 2025, 17:34 69 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, 2025 წლის მთავარი ჯილდოს - "ოქროს ბურთის“ ნომინაციაზე ოფიციალურად წარადგინეს.

კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 კანდიდატს შორისაა, რომელიც გამოცემა "France Football"-მა დაასახელა.

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვრიდანაა, ის ფრანგულ კლუბს „ნაპოლიდან“ შეუერთდა და მაისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ დასახელდა. 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი