საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი

08 აგვისტო 2025, 10:04 73 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი - 2025“, რომელსაც ჩვენმა ქალაქმა უკვე მეცხრედ უმასპინძლა. შეჯიბრებაში 28 ქვეყნის 600-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის ყველა ასაკის საერთაშორისო კლასის დიდოსტატები და ოსტატები.

ტურნირი 8, 10, 12 და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის, როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის ჩატარდა.

დიდოსტატებში ტურნირის ჩემპიონი მამაკაცთა შორის რობერტ ფილიპოსიანი გახდა, ქალთა შორის კი ოქროს მედალი არგენტინელი კამპო მარია ხოსემ მოიპოვა. B კატეგორიაში გამარჯვებულები მარიამ კალანდაძე და გიგა გოდერძიშვილი გახდნენ.

რაც შეეხება C კატეგორიას, აქ გამარჯვება საბა პაიკიძემ და ვიქტორია შარაჯიანმა იზეიმეს.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასაკობრივ კატეგორიებშიც. ფესტივალი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონასა“ და ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი