შუახევში ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. სპორტულ აქტივობაში აჭარის მუნიციპალიტეტები ასევე ქარელის, ცაგერის, ხაშურისა და ოზურგეთის სასპორტო სკოლების სპორტსმენები ჩაერთვნენ. ღია პირველობაში რვა წონით კატეგორიაში სულ 70-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა. ტრადიციული სპორტული ღონისძიება ბოლო რამდენიმე წელია შუახევში იმართება და მისი მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზებაა.