გიორგი ჩაკვეტაძე თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებს გამოტოვებს

12 აგვისტო 2025, 10:01 115 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბერში გასამართ ოფიციალურ შეხვედრებში „უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელს ტერფის ძვლის დაზიანების გამო ექვსი კვირის გამოტოვება მოუწევს.

„სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ მას რეკომენდაცია მიეცა, არ დაიტვირთოს ექვსი კვირის განმავლობაში, იმუშაოს მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე. ამ ექვსკვირიან პერიოდს ემთხვევა სანაკრებო შესვენებაც“, – წერია „უოტფორდის“ გავრცელებულ ცნობაში.

25 წლის ქართველ ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა 5 აპრილის შემდეგ არ მიუღია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით 4 და 7 7 სექტემბერს შესაბამსად, თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი