საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩი მასპინძელთა ნაკრებთან გამართა და 19:57 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს, თავი გოჩა ფიცხელაურმა, გაბრიელ რაზმაძემ და გიორგი ბერძენიშვილმა გამოიჩინეს, საპასუხოდ კი 9 ლელო მიიღეს.
საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისი 35:31 დაამარცხეს, დასკვნით შეხვედრას კი 16 აგვისტოს, ირლანდიის 18-წლამდელებთან ჩაატარებენ.