ევრობასკეტი U16 - საქართველომ ისრაელი დაამარცხა

14 აგვისტო 2025, 09:19 112 ნახვა

თბილისიში მიმდინარე 16-წლამდე კალათბურთელთა ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები ბრძოლას მეცხრე ადგილისთვის აგრძელებს. ქართველი ჭაბუკები ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 70:66 დაამარცხეს.

ისრაელთან მატჩში სანდრო შერვაშიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა - მის ანგარიშზე 11 ქულა და 10 მოხსნაა, 10-ქულიანი ზღვარი კიდევ სამმა კალათბურთელმა გადალახა – დავით ტრაპაიძემ - 11 ქულა, 6 მოხსნა, ლუკა პაჭკორიამ 14 ქულა, საბა პატაშურმა კი 10 ჩააგდეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, 15 აგვისტოს კი მე-9 ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში ფინეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში