ჩემპიონთა თასის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასისთვის ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა, 2:2 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.
„ტოტენჰემი“ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა პარიზელებმა მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და საბოლოოდ პენალტების სერიაშიც გაიმარჯვეს.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
ევროპის სუპერთასი „პარი სენ-ჟერმენისთვის“ წელს მეორე ევროპული ტიტული იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დარად ისტორიაში პირველად მოიგო.