ნიკოლოზ ბასილაშვილი სამტერი ჩელენჯერის მეოთხედფინალშია

15 აგვისტო 2025, 09:09 104 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამტერის 125-ქულიან ჩელენჯერზე ასპარეზობს. 33 წლის ქართველმა მეორე შეხვედრაც მოიგო, რითაც მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ნიკოლოზმა მეორე წრეში ამერიკელი მერფი კესონე სამ სეტში 2:6, 6:3, 6:1 დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე ყაზახი ალექსანდერ შევჩენკო იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 102-ე ადგილს იკავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი, საერთო რეიტინგში კი ქართველი 112-ე ადგილს იკავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში