საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. გუნდი ამჟამად პოლონეთშია, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან საკონტროლო შეხვედრა გამართა და 89:94 დამარცხდა.
ქართველებისთვის ეს იყო მეოთხე ამხანაგური მატჩი იყო ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე.
საქართველოს ნაკრების ბომბარდირი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 20 წუთში 18 ქულა ჩააგდო.
ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 აგვისტოს ჩეხეთთან გამართავს, ევრობასკეტს კი 28 აგვისტოს ესპანეთთან მატჩით დაიწყებს.