სპორტის მინისტრმა საქართველოს MMA-ის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა - აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მებრძოლებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ისტორიაში პირველად მოიპოვეს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.