ტრამპისა და პუტინის შეხვედრის პროგრამა შეთანხმებულია

15 აგვისტო 2025, 15:05 127 ნახვა

"ვფიქრობ, პუტინი მშვიდობას დაამყარებს" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პუტინთან დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე განაცხადა. 

დონალდ ტრამპის თქმით, ამ შეხვედრით გაირკვევა თუ სად დგას თითოეული მხარე.

''ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო უნდა იყოს. გავიგებთ სად დგას თითოეული მხარე. პირველივე წუთებიდან გაირკვევა, როგორი იქნება ეს შეხვედრა, თუ მოლოდინს არ გაამართლებს, ძალიან სწრაფად დავასრულებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით კი, რუსული მხარე ალასკაზე მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს.

სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ ალასკაზე გაგრძელდება სასარგებლო საუბარი, რომელიც სტივ უიტკოფის ვიზიტის დროს დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში