„დინამო" ბათუმი „გაგრასთან" დამარცხდა 

18 აგვისტო 2025, 09:21 98 ნახვა

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „გაგრას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მე-17 წუთზე ბათუმელთა 19 წლის თავდამსხმელმა, ლევან ხოზრევანიძემ ანგარიში გახსნა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ მესამე მატჩში მესამე გოლი გაიტანა.

წონასწორობა 32-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე პედრო ბორჟესმა გაიტანა.

21 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 33 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა, ხოლო „გაგრა“ 23 ქულით მე-6 ადგილზე გადავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში