დიდი სლემის ხუთგზის გამარჯვებულმა და მსოფლიოს მეორე ჩოგანმა კარლოს ალკარასმა ცინცინატის მასტერსი მოიგო.
ესპანელი ჩოგბურთელი ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს იანიკ სინერს დაუპირისპირდა, რომელიც 0:5-ს აგებდა, რის შემდეგაც ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და მატჩს ჩაეხსნა.
22 წლის ალკარასისთვის ეს კარიერაში 22-ე ტიტულია. ცინცინატის მასტერსი კი ესპანელმა პირველად მოიგო.