გიორგი ჩაკვეტაძემ „ვალენსიასთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა

19 აგვისტო 2025, 11:10 62 ნახვა

გიორგი ჩაკვეტაძემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა, ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა, საუბარია ოთხწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

უოტფორდი“ ტრანსფერში 10 მილიონ ევროს ითხოვს და ახლა ყველაფერი ინგლისური და ესპანური კლუბების შეთანხმებაზეა დამოკიდებული. „ქართველს „ვალენსია“ ანდრე ალმეიდას შემცვლელად მიიჩნევს, თუ პორტუგალიელი „ღამურებს“ დატოვებს, ესპანური კლუბი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს ზაფხულშივე დახურავს“, – წერს Geo Team-ი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში