სამბისტი გოგონების წარმატება

21 აგვისტო 2025, 13:54 177 ნახვა

წარმატებით იასპარეზა ფოთში გამართულ ზურაბ ტუღუშის მემორიალურ ტურნირზე ჭიდაობა სამბოში ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გოგონათა ნაკრებმა, რომელიც ასევე აჭარის ნაკრებს წარმოადგენს. ჩვენმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში ორი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანანო კინწურაშვილი და მარი ჭიჭვეიშვილი, რომელიც 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობს. მარი ვარშანიძე, თამთა თებიძე, ლიზი ბოლქვაძე და ეთერ ვარშანიძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი ერთდროულად კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსაც წარმოადგენდა და პლანეტის პირველობაზე, რომელიც ინდონეზიაში გაიმართება, აჭარიდან ანანო კინწურაშვილი და მარი ჭიჭვეიშვილი იჭიდავებენ.

აქვე გეტყვით, რომ აჭარის ნაკრები აღნიშნული ტურნირისთვის მწვრთნელებმა ნანი და მალვინა კირკიტაძეებმა და შორენა შარაძემ მოამზადეს.

ვიდეომასალა ტურნირიდან აჭარის სამბოს ნაკრების წევრებმა მოგვაწოდეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი