ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიშები განაახლა

27 აგვისტო 2025, 12:05 106 ნახვა

"პარი სენ-ჟერმენმა" ლიგა 1-ის მესამე ტურში "ტულუზთან" მატჩისთვის მზადება დაიწყო და ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც წინა ტურის შეხვედრა „ანჟერთან“ გამოტოვა, საწვრთნელ პროცესში შეფერხების გარეშე მიიღო მონაწილეობა.

წინა შეხვედრაში პსჟ-ში რისკზე არ წავიდნენ, ხვიჩას დასვენების საშუალება მისცეს.

30 აგვისტოს, „ტულუზთან“ მატჩში თამაშს სავარაუდოდ შეძლებს, ხოლო შემდეგ თბილისში, საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომლის რიგებში თურქეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში ერთხელ ითამაშა, ერთი შეხვედრა კი, ევროპის სუპერთასზე ჩაატარა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში