სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

27 აგვისტო 2025, 15:28 153 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნული ნაკრები სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელით მოემზადება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სანიოლის გუნდი 4 სექტემბერს თურქეთთან ჩაატარებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთთან. ორივე შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში