საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ბულგარეთს დაუპირისპირდება

07 სექტემბერი 2025, 11:02 165 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს.

მატჩი თბილისში, "დინამო" არენაზე 17:00 საათზე დაიწყება.

ნაკრებმა პირველი შეხვედრა თურქეთთან ანგარიშით 3:2 წააგო.

ჯამში 6 -ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი