საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საფრანგეთს უპირისპირდება, ამ წუთისთვის ანგარიში 68 -71 -ია საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედი 24:20 მოიგო. განსაკუთრებით აქტიურები და შედეგიანები იყვნენ კამარ ბოლდუინი და გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია. საქართველომ 3 ქულით იმარჯვა მესამე მეოთხედშიც. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება.