სპორტულ კარატეში აჭარის ნაკრები „ბოსფორის თასზე" იასპარეზებს

09 სექტემბერი 2025, 10:54 270 ნახვა

სპორტულ კარატეში აჭარის ნაკრები „ბოსფორის თასზე“ მონაწილეობისთვის ემზადება. ტურნირი საკმაოდ მასშტაბური და პრესტიჟულია, მასში 30 ქვეყნის ორიათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

აჭარის სპორტული კარატეს ფედერაციის მოწვევით ბათუმში სამდღიანი სემინარი ტრაპიზონის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მეშვიდე დანის მფლობელმა სალიჰ სუერმა ჩაატარა, რომელმაც საკუთარი გამოცდილება ქართველ კარატისტებს გაუზიარა.

აჭარის ნაკრები ტურნირზე 6 ვაჟით და 2 გოგონათი იქნება წარმოდგენილი.

„ბოსფორის თასის“ გათამაშება წინამოსამზადებელი ეტაპია ახალგაზრდული ლიგისთვის, რომელიც დეკემბერში იტალიის ქალაქ ვენეციაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი