ევრობასკეტი: საქართველო vs ფინეთი

10 სექტემბერი 2025, 18:00 106 ნახვა

ამ წუთებში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თავის ისტორიულ შეხვედრას მართავს. ეროვნული გუნდი 2025 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალურ მატჩში ფინეთის ნაკრებს ეთამაშება.

ჩვენი ნაკრები მიმდინარე შეხვედრას დანაკლისის გარეშე სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.  ევრობასკეტის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე გერმანიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.

ეს შეხვედრა მოგვიანებით 22:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ისტორიის მანძილზე პირველად მონაწილეობს.

ჩვენმა ნაკრებმა მერვედფინალურ მატჩში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი 80-70 დაამარცხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი